თბილისი:
მანჩესტერი:
27-06-2021, 21:42
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1542,
კომენტარები: 10
"იუნაიტედი" ორი ფეხბურთელის გასაყიდად ემზადება
ფრანგი და ნიდერლანდელი ფეხბურთელები ტრანსფერზე დადგებიან.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგი ფეხბურთელი ენტონი მარსიალი მომდევნო სეზონიდან გულშემატკივარმა შესაძლოა სხვა კლუბის მაისურით იხილოს. "წითელი ეშმაკები" თავდამსხმელის ტრანსფერზე დაყენებას გეგმავენ.

საუბარია ასევე კლუბის კიდევ ერთი ფეხბურთელის გასხვისებაზე. ნიდერლანდელი დონი ვან დე ბეეკი ასევე დგას კარიერის სხვა კლუბში გაგრძელების ზღვარზე. გლეიზერების გრანდი აღნიშნულ ფეხბურთელებს იმ შემთხვევაში გაყიდის თუ მათზე შემოთავაზებული წინადადებები დამაკმყოფილებელი იქნება.

ბეეკის ანგარიშზე გასულ სეზონში "ოლდ ტრაფორდელების" მაისურით ჩატარებული 36 მატჩია. აღნიშნული შეხვედრებიდან ფეხბურთელმა პირადი აქტივი 1 - გოლით და 2 - საგოლე გადაცემით შეავსო.

რაც შეეხება ენტონი მარსიალს, ოლე გუნარ სოლსკიაერმა ფრანგი 36- შეხვედრაში ათამაშა. ენტონიმ 7- გოლის და 9- საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო. აღნიშნულ ინფორმაციას ESPN - ი ავრცელებს.
ჭორები
10 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
27 ივნისი 2021 21:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11518
ვნახოთ ვნახოთ ეს ყველაფერი ევროპის ჩემპიონატის მერე
0
№2
ავტორი: PaLoMo
27 ივნისი 2021 22:20
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4066
beeki meeechevb ase martivad gaushvan
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№3
ავტორი: Roberto
27 ივნისი 2021 23:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 484
ამ თემასთან არაფერ შუაშია,მაგრამ წინათ თქვა რომელიმემ რენატუ სანჩესზე დიდი არაფერიაო,ამ ევროპიდან გამომდინარე რას უწუნებთ,რითაა ცუდი,ყველასგან ნაქები ბრუნო სკამზე ზის და საუკეთესოდ პორტუგალიის ნაკრებში სანჩესი გამოიყურება სწორედ

ისე ძაან კი ტეხავს ბრუნო 34 წლის მოუტინომ რო დასვა სკამზე
2
№4
ავტორი: Phil Jones
27 ივნისი 2021 23:46
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ეს რენატუ სანჩესი როგორ ხოდზეა მაჩნევთ? მახსოვს ეგ რო გამოჩნდა იწერებოდა მაგაზეც, მერე ბაიერნში გადავიდა და მე სიმართლე გითრათ მეგონა ჩინეთში ან სადმე იყო )) არადა ახალგაზრდაცაა და ლილს საფრანგეთიც მოაგებინა, აგერ ევროპაზე პორტუგალიის ნაკრებში იმ კაცის გარდა აშკარად გამორჩეულია...
1
№5
ავტორი: Mishiko82
28 ივნისი 2021 00:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 608
ვანდებეკს დავტოვებდი და შანსს მივცემდი, რაც შეეხება მარსიალს ის გასაყიდია ვერა და ვერ ათამაშდა.
1
№6
ავტორი: David_Beckham7
28 ივნისი 2021 03:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
მარდიალის ინტერესზე რეალირად არაფერი ისმის მგონი, ერთი ტოტენჰემიო მაგრამ ეგაც ჭორი მგონია და თუ კიდე მართალია კეინთან მოსალაპრებნდა გამოიყენონ, არამგონია 100 მილიონი გრილოშში და კიდე 100+ კეინში გადაიხადონ ერთ ფანჯარაზე
0
№7
ავტორი: shotkin
28 ივნისი 2021 10:13
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
მარსიალი რო მოსაშორებელია მაგაზე 2 აზრი არ არის.
0
№8
ავტორი: kOsTiA
28 ივნისი 2021 10:26
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 450
ციტატა: shotkin
მარსიალი რო მოსაშორებელია მაგაზე 2 აზრი არ არის.


მარსიალის და დემბელეს მსგავსი ფეხბურთელები მძულს ყველაზე მეტად, ტიპები დილით ცუდ განწყობაზე თუ იღვიძებენ შეიძლება ცენზურაან ვაფშე მოედანზე.
0
№9
ავტორი: SANDROGRIGA
28 ივნისი 2021 21:34
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
ვან დე ბეეკის წასვლა მაინც არ მინდა
0
№10
ავტორი: Giorguna89
29 ივნისი 2021 13:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 78
Kunibali ikidon ra kvelas sjobs sancho gvinda da erti naxevarmcveli
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top