უკვე დიდიხანია ჯეკ გრილიშს უკავშირებენ "მანჩესტერ იუნაიტედს", თითქოს თავად სოლსკიაერი ინტერესდებოდა მისით და იყო სხვადასხვა საუბრები. თუმცა საქმე სერიოზულად არასდროს ყოფილა.
ინგლისელი დიდი ალბათობით მანჩესტერში ითამაშებს, ოღონდ არა "იუნაიტედში." როგორც ჩანს ბრძლოლა თანაქალაქელებმა მოიგეს და სწორედ ისინი დაამყარებენ ახალ პრემიერ ლიგის რეკორდს. აქამდე რეკორდი "მანჩესტერ იუნაიტედს" ეკუთვნის, რომელმაც პოლ პოგბა დაიბრუნა 89 მილიონ ფუნტად.
არაერთი ბრიტანული გამოცემა The Telegraph, ESPN და ბევრი სხვა წერს, რომ ჯეკ გრილიში უკვე "სიტის" ფეხბურთელია და ტრანსფერს მანჩესტერული მხარე მალე დაადასტურებს.
ჭორები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.