გუშინ არერთმა ავტორიტეტულმა გამოცემამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ "დორტმუნდთან" ბოლო დეტალებზე მოლაპარაკება შედგა და სანჩო სულ მალე მოირგებს "მანჩესტერ იუნიატედის" ფორმას.
რაც შეეხება ვარანის ტრანსფერს, ესპანური გამოცემები წერენ, რომ "რეალი" ისევ ელოდება "იუნიატედისგან" 50 მილიონიან შეთავაზებას და მზად არის თავიდან განიხილოს აღნიშნული ფასი. მოგეხსენებათ, "რეალი" ვარანის სანაცვლოდ 80 მილიონს ითხოვდა, თუმცა ფრანგის პოზიცია ურყევია და კიდევ ერთხელ დაუდასტურა პრეზიდენტ პერესს, რომ არ განიხილავს ხელშეკრულების გაგრძელებას.
ხელმძღვანელობა შიშობს, რომ ვარანს მომავალ წელს უფასოდ დაკარგავს, რაც მათ გეგმებში ნამდვილად არ შედის. გამომდინარე აქედან 50 მილიონიანი შეთავაზება მისაღებია.
ფრანგი მცველის დამატებას ასევე აქტიურად ცდილობს "პსჟ", რომელმაც სერხიო რამოსი ფაქტიურად გაიფორმა. თავად ვარანის სურვილი პრემიერ ლიგაში და კერძოდ "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშია. ამრიგად ყველაფერი დამოკიდებულია "წითელ ეშმაკებზე."
ჭორები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.