The Sun ინფორმაციით "მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა პოლ პოგბა გახდეს პრემიერ ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი.
პოლის აგენტთან წარსადგენი ხელშეკრულებაა მზად არის. 5 წლიანი კონტრაქტი კვირაში 400,000 ფუნტი ხელფასით. ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, მხარეების მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდებიან. თუმცა რაიოლას პოზიცია უცნობია. იმ შემთხვევაში თუ პოგბა ხელშეკრულებას დათანხმდა, ჯამში ის 104 მილიონს გამოიმუშავებს.
შეგახსენებთ, რომ პოგბას აგენტი ამ დროის განმავლობაში სხვადასხვა განცხადებებს ავრცელებდა. მისი მედიასთან ყოველი გამოჩენა უამრავ კითხვებს ბადებდა. ბოლო ინფორმაციით, რაიოლა პოგბასთვის კვირაში 500,000 ფუნტს, ხოლო მისი მომსახურებისთვის 20 მილიონს ითხოვდა.
ჭორები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.