ამად დიალომ თქვა, რომ მისი ბავშვობის კერპი პოლ პოგბა იყო და ის მაშინვე დათანხმდა "იუნაიტედში" გადასვლას, როდესაც შეიტყო, რომ მას ჰქონდა თამაშის შეაძლებლობა ცნობილ ფრანგთან.
"ის გავიცანი, როდესაც ჯერ კიდევ საკმაოდ პატარა ვიყავი და "იუვენტუსში" ვიყავი სინჯებზე." - ციტირებს ამადის სიტყვეს კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს. "ვარჯიშის შემდეგ მკითხეს, ვისთან ერთად მინდა ფოტოს გადაღება და ვუთხარი პოლთან. ის ჩემი კერპი იყო! "
"მაშინ, როდესაც შემოთავაზება "იუნაიტედისგან" მივიღე, ვიცოდი, რომ პოგბა იქ თამაშობდა, ამიტომ ორჯერ ფიქრი არ მომიწია, მაშინვე მინდოდა მანჩესტერში გადასვლა."
"ახლა, ხუთი წლის შემდეგ, ჩვენ ერთად ვთამაშობთ და ეს უბრალოდ წარმოუდგენელია! არასოდეს წარმომედგინა, რომ ეს მოხდებოდა. მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება და როდესაც ასეთ შანსს მიიღებ, უნდა გამოიყენო".
ინტერვიუები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.