სერხიო რამოსის მადრიდული კარიერა ოფიციალურად დასრულდა და ახლა უკვე მთავარი კითხვაა, თუ სად გააგრძელებს ესპანელი მცველი კარიერას.
რამოსს ადრეც უკავშირებდნენ "მანჩესტერ იუნაიტედს" და უამრავი ჟურნალ - გაზეთი წერდა მისი მანჩესტერული კარიერის დაწყების შესახებ. თუმცა ახლა როცა ოფიციალურად დადასტურდა რამოსის წასვლა, ყველაფერი შესაძლებელია.
მიუხედავად მისი ასაკისა, ის მსოფლიო დონი მცველია და მისი დამატებით ყველა კლუბი საგრძნობლად გაძლიერდება და მათ შორის "მანჩესტერ იუნაიტედიც" რომელსაც დაცვაში აშკარა პრობლემები აქვს. აღსანიშნავია მისი მოთხოვნებიც, აუცილებლად 2 წლიანი კონტრაქტი და მინიმუმ წლიური 12 მილიონი ანაზღაურება.
გამოიკვეთა 4 გუნდი, ვინც რამოსზე პრეტენზიას აცხადებას:
სევილია - რამოსის მშობლიური კლუბი, რომელმაც მას დაბრუნება უკვე შეთავაზა და ისიც უთხრა, რომ მათ მხოლოდ წლიურად 7 მილიონის გადახდა შეუძლიათ, თუმცა თავად სერხიომ გამორიცხა ესპანეთში დარჩენა.
მანჩესტერ სიტი - პეპს სურს რამოსის ხილვა საკუთარ გუნდში და მათ აქვთ ფინანსური რესურსი ამისთვის.
მანჩესტერ იუნაიტედი - ჯერ კიდევ 2015 წელს უწინასწარმეტყველებდნენ რამოსს "წითელ ეშმაკებში" გადასვლას და ახლა ეს ყველაზე რეალურია.
პარისენჟერმენი - უკვე მოასწრეს რამოსის აგენტთან დაკავშირება და გააკეთეს საოცარი შეთავაზება.ფეხბურთელი რომელის თავისუფალი აგენტის სტატუსს ფლობს, მაინც გადაუხდიან სატრანსფერო თანხას და ეს იქნება 20 მილიონი ევრო. ასევე ფრანგული კლუბუ მზადაა სერხიოს 2+1 კონტრაქტი და წლიური ანაზღაურება 15 მილიონი ევრო გადაუხადოს.
თუმცა ყველაფერი ახლა თავად ფეხბურთელზეა დამოკიდებული, ვის აირჩევს ესპანელი და იქნება თუ არა ეს "მანჩესტერ იუნაიტედი."
ახალი ამბები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.