"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი პოლ პოგბა ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ შესაძლოა საფრანგეთში გადავიდეს სათამაშოდ.
Le Parisien - წერს, რომ პოლის აგენტი მინო რაიოლა და "პსჟ" პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი ნიცაში ერთმანეთს შეხვდნენ და განხილვის საგანი სწორედ პოლ პოგბა იყო.
გამოცემა ასევე წერს, რომ "იუნაიტედის" ხელმძღვანელები ხელს არ შეუშლიან ფრანგის წასვლას, თუმცა ამისთვის მათ 80 მილიონი უნდა მიიღონ. მანჩესტერში თვლიან, რომ პოგბას ხასიათის და გამოხტომების გამო, მისი გაშვება სწორი გადაწყვეტილება იქნება. პოლს უკვე წლებია უკავშრებენ "იუვენტუსს და "რეალს" თუმცა როგორც ჩანს ფრანგული კლუბი ბრძოლაში დაწინაურდება.
შეგახსნებთ, რომ პოლ პოგბა სერ ალექს ფერგიუსონმა ფაქტიურად გუნდიდან გააგდო და ის თავისუფალი აგენტის სტატუსით შეურთდა "ბებერ ქალბატონს" თუმცა 2016 წელს "იუნაიტედმა" ის სარეკორდო თანხად 100 მილიონად უკან დაიბრუნა.
ახალი ამბები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.