FA - მ გამოაცხადა, რომ დინ ჰენდერსონი ტრავმის გამო ტოვებს ინგლისს.
"იუნაიტედის" მეკარემ ბარძაყის ტრავმა მიიღო, რაც შეუძლებელს ხდის მას ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის მიღებას. დინი ბრუნდება კარინგტონში შემდგომი გამოკვლევების, გამოჯანმრთელების და ახალი საკლუბო სეზონისთვის მომზადებისთვის.
ჰენდერსონს ეროვნულ გუნდში აარონ რამსდეილი შეცვლის - უეფას წესების თანახმად, გუნდს შეუძლია შეცვალოს ტრავმირებული მეკარე ტურნირის ნებისმიერ ეტაპზე.
ლუკ შოუ ასევე ტრამვირებული იყო, რის გამოც საუთგეიტმა ვერ გამოიყენა ხორვატიასთან მატჩში, თუმცა ლუკი უკვე მწყობრშია და ჰენდეროსნისგან განსხვავებით ევროპის ჩემპიონატის გამოტოვება არ ემუქრება.