ცნობილმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ საკუთარ ტვიტერის გვერდზე დაწერა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ძალიან ახლოს არის სანჩოს შეძენასთან და თუ რაიმე გაუთვალისიწნებელი არ მოხდა "წითელი ეშმაკები" გააოფიციალურებენ სანჩოსთან 4 წლიან კონტრაქტს.
რაც შეეხება სანჩოს ხელფას: ის კვირაში 350,000 ფუნტს აიღებს, ხოლო "ბორუსია" მის სანაცვლოდ 95 მილიონ ევროს მიიღებს.
ბრიტანელი გარემარბი "მანჩესტერ სიტის" აღზრდილია, თუმცა პირველ გუნდში არასდროს უთამაშია. მან კიდევ ერთი შთამბეჭდავი სეზონი ჩაატარა ბუნდესლიგაში და ახლა ძალიან ახლოს არის ინგლისში საკუთარი ძალების მოსასინჯად.
გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, "იუნაიტედმა" პირველი ოფიციალური 78 მილიონიანი შეთავაზება გააკეთა, თუმცა უმალვე უარი მიიღო. როგორც ჩანს სოლსკიაერის გუნდი აღარ აპირებს დრიოს დაკარგვას და მოთხოვნილ 95 მილიონს სრულად გადაიხდიან.
ახალი ამბები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.