მიუხედავად იმისა, რომ რაფაელ ვარანი საფრანგეთის ნაკრებთან ერთად იმყოფება და ემზადება ევროპის ჩემპიონატისთვის, "რეალის" პრეზიდენტი აქტიურად ცდილობს მის დაყოლიებას ახალ ხელშეკრულებაზე.
უამრავი მცდელობის მიუხედავად, "რეალს" არაფერი არ გამოუვიდა და ფრანგმა მკაფიოდ დააფიქსირა, რომ წასვლა უნდა. უამრავი ინფორმაცია გავრცელდა, რომ ვარანს "მანჩესტერ იუნაიტედში" სურს თამაში. თავის მხრივ "იუნაიტედი" ფეხბურთელს 5 წლიან ხელშეკრულებას სთავაზობს და გაცილებით მაღალ ანაზღაურებას, ვიდრე ამჟამად აქვს.
არაერთმა ესპანურმა გამოცემამ და მათ შორის გავლენიანმა COPE დაწერა, რომ "რეალი" ვარანის გაშევბას დათანხმდა და მასში 60 მილიონის აღებას გეგმავს.
ჭორები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.