"იუნაიტედის" ყოფილმა კაპიტანმა როი კინმა ისაუბრა იმაზე, რაც პოლ პოგბას ყველაზე დიდ პრობლემად მიაჩნია.
"ეს მარტივია - მე მომწონს პოლი, როგორც მოთამაშე. რაც გავიგე, ის საკმაოდ წესიერი ადამიანია, კარგი ხასიათით", - თქვა კინმა SkyBet- თან ინტერვიუში. - "ოდნავ თავისებური ცხოვრების წესი აქვს, მაგრამ ნიჭიერი ბიჭია. ერთადერთი, რითაც იმედგაცრუებული ვარ არის ის, რომ გუნდში მისი ყოფნა "მანჩესტერ იუნაიტედს" ბევრად უკეთესს არ გახდის და გარშემომყოფ ფეხბურთელებს უკეთესს არ გახდის."
შეგახსენებთ, რომ პოგბას კონტრაქტის ამოწურვამდე მხოლოდ 1 წელია დარჩენილი და მისი უფასოდ დაკარგვის საფრთხის ქვეშ "იუნაიტედი" უკვე მეორედ დგას. გუშინ პოლმა განაცხადა, რომ ამ დრომდე ახალი ხელშეკრულება კლუბისგან არ მიუღია. რამდენიმე დღის წინ კი ცნობილმა აგენტმა მინო რაიოლამ თქვა, რომ პოლი კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს.
ბოლო ინფორმაციით, ახალი ხელშეკრულების გაფორმების სანაცვლოდ, პოლი კვირაში 500,000 ფუნტს ითხოვს + მომსახურების 20 მილიონს მინო რაოოლა.
ინტერვიუები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.