მას შემდეგ რაც "ბებერი ქალბატონიდან" ანდრეა პირლო გაანთავისუფლეს და მის მაგივრად მასიმილიანო ალეგრი დანიშნეს, კრიშტიანუ რონალდოს წასვლაზე არაერთმა გამოცემამ დაწერა.
დაიწერა ისიც, რომ პორტუგალიელი სახლში "ოლდ ტრაფორდზე" ბრუნდებოდა, რომ თავად სოლსკიაერმა დაურეკა და გადმოსვლა შესთავზა და კიდევ უამრავი ჭორ - მართალი. ასევე გაჟღერდა, რომ კარლო ანჩელოტიმ რონის თავად სთხოვა დაბრუნება, მას შემდეგ რაც მისი "რეალში" დაბრუნება ოფიციალურად დადასტურდა.
ბოლო ინფორმაციებით თითქოს ოქროს ბურთის 5 გზის მფლობელი ახლოს იყო "მანჩესტერ იუნაიტედთან", თუმცა სიტუაცია რადიკალურად მას შემდეგ შეიცვალა, რაც საქმეში ფრანგული კლუბი ჩაერთო. როგორც ჩანს "იუნაიტედის" ხელმძღვალები არ აპირებენ დიდი ინვესტიციების ჩადებას 36 წლის ფეხბურთელში.
თუ ესპანურ გამოცემა AS დავეყრდნობით, რონალდოს წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს და დიდი ალბათობით ის "პსჟ - ს" ფეხბურთელი სულ მალე გახდება.
გამოცემის ცნობით პარიზელები დაახლოებით 25 მილიონად შეიძენენ მსოფლიო ფეხბურთის მოვლენას.