ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელისთვის მარკუს რეშფორდისთვის გუშინდელი დღე წარმატებული გამოდგა.
ფეხბურთელმა პირველად ამხანაგურ შეხვედრაში რუმინეთის წინააღმდეგ, "სამი ლომის" ნაკრებს უკაპიტნა და შეხვედრაში გოლის გატანაც შეძლო.
მარკუსმა აღნიშნული გოლით საიუბილეო ციფრს მიაღწია. 23 - წლის ფეხბურთელისთვის ეს გოლი კარიერაში 100 - ე აღმოჩნდა. 88 - გოლი რეშფორდმა "წითელი ეშმაკების" მაისურით შეაგდო ხოლო დანარჩენი 12 - ნაკრების შემადგენლობაში.
შეგახსენებთ, რომ მარკუსი მომავალ ევროპის ჩემპიონატს ტრავმის ფონზე ჩაატარებს. აქამდე უკვე დაანონსდა ისიც, რომ ის ტურნირის დასრულების შემდეგ მხარზე ოპერაციას ჩაიტარებს.
სიახლეები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.