გაბინო როდრიგესმა, რომელიც ერთ დროს ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებში დავიდ დე ხეას მწვრთნელი იყო, "მანჩესტერ იუნაიტედზე" ისაუბრა და განაცხადა, რომ ნორვეგიელის ხელში ეს კლუბი ფუნთუშაზე უფრო რბილია.
”მე ყოველთვის მჯერა, რომ გუნდი მათი მწვრთნელის ხასიათის ნამდვილი გამოხატულებაა. გადახედეთ სერ ალექს ფერგიუსონის "მანჩესტერ იუნაიტედს", რომელიც წყალობას არ იჩენდა. სოლსკიაერის "მანჩესტერ იუნაიტედი" უფრო მშვიდია, ვიდრე ფუნთუშა და დე ხეას სუსტი დაცვის შედეგები აწუხებს.
"იუნაიტედის" შემადგენლობის დაცვისა და შუა ხაზს შორის უკონტროლო არეულობა შეიმჩნევა ბევრი თავისუფალი ზონით. არსებითად, ჩვენ ვსაუბრობთ ძლიერ თავდაცვით სისუსტეზე. ორი ცენტრალური მცველი ძალიან ნელია და ეს სხვა გუნდებმაც კარგად იციან.
დიდ პრობლემას წარმოადგენს სოლსკიაერის ტაქტიკური ორგანიზებები. როი კინი და პოლ სქოულზი რომ გავიხსენოთ ისინი თამაშის წესებს კარნახობდნენ და ასევე ჭუჭყიან სამუშაოსაც ასრულებდნენ, დღევანდელ "მანჩესტერ იუნაიტედში" კი საუკეთესო მცველი ედინსონ კავანია". განუცხადა როდრიგესმა The Sun - ს.