მარკუს რეშფორდმა შესაძლოა პრემიერ ლიგის ახალი სეზონის სტარტი გამოტოვოს. ფეხბურთელი ევროპის ჩემპიონატის დასრულებისთანავე ოპერაციის გაკეთებას გეგმავს. სიახლე გამოცემა Mirror - მა გაავრცელა.
აღსანიშნავია რომ გასული სეზონი მარკუსმა დიდი პრობლემის ქვეში ითამაშა. მას მხრისა ტრავმა აწუხებდა. გამომდინარე იქიდან, რომ რეშფორდის დიდი სურვილი იყო ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა - კლუბმა მას მხარი დაუჭირა.
თუმცა, როგორცკი აღნიშნული ჩემპიონატი დასრულდება მარკუსს აუცილებლად მოუწევს ოპერაციის ჩატარება. ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ინგლისის მოწინააღმდეგეებს რაც შეეხება ისინი ხორვატია, შოტლანდია და ჩეხეთი იქნებიან.
გასულ სეზონში "წითელი ეშმაკების" ფეხბურთელმა პრემიერ ლიგაში 20 - გატანილ გოლში მიიღო მონაწილეობა, 11 - გოლი თავად შეაგდო ხოლო 9 - საგოლე გადაცემაც მიითვლა პირად აქტივში.
სიახლეები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.