ესპანური "ატლეტიკოს" ინგლისელი მარჯვენა მცველი კიერან ტრიპიერი სამშობლოში დაბრუნებასთან ძალიან ახლოსაა. 30 - წლის ფეხბურთელი ოლე გუნარ სოლსკიაერის "მანჩესტერ იუნაიტედის" ინტერესთა სფეროშია მოქცეული.
იმდენად ახლოა ეს ინტერესი, რომ კიერანი და მისი ოჯახი ქალაქ "მანჩესტერში" სახლის ძიებაში არიან. ინფორმაცია დღეს გავრცელდა და მას The Athletic - ი ავრცელებს.
ტრიპიერი "მანჩესტერ სიტის" აკადემიის წარმომადგენელია თუმცა "ქალაქელების" პირველ გუნდში მას არასდროს უთამაშია. ყველაზე მსხვილი ტრანსფერი მის კარიერაში 2012 წელს პრემიერლიგურ "ბარნლი" - ში დაიწყო.
2015 - წელს ის უკვე ლონდონის "ტოტენჰემმა" შეამჩნია და ფეხბურთელმაც "დეზების" მაისური მოირგო. მას შემდეგ იყო ტრანსფერი "ატლეტიკოში" ხოლო როგორც ჩანს მისი შემდეგი გაჩერება "ოლდ ტრაფორდი" იქნება.
სიახლეები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.