დორტმუნდის "ბორუსიას" ინგლისელი გარემარბი ჯეიდონ სანჩო კლუბის შეცვლასთან ძალიან ახლოსაა. ფეხბურთელი დიდი ალბათობით სულ მალე ოლე გუნარ სოლსკიაერის "მანჩესტერ იუნაიტედს" შეუერთდება.
გერმანელები მზად არიან სანჩოს სატრანსფერო თანხა შარშანდელთან შედარებით შეამცირონ. გასულ წელს მათ ინგლისელის სანაცვლოდ ინგლისელებისგან 108 - მილიონი ფუნტი სტერლინგი მოითხოვეს.
ხოლო რაც შეეხება ამჟამინდელ ფასს, ბუნდესლიგის კლუბი მზად არის ჯეიდონი "მანჩესტერ იუნაიტედში" 81,5- მილიონ ფუნტ სტერლინგად გაუშვას რაც ევროს ეკვივალენთით 95- მილიონს შეადგენს. ინფორმაციას Mirror - ი ავრცელებს.
გასულ სეზონში სანჩოს მიერ ჩატარებულ 38- შეხვედრაში შედეგიანობის მაჩვენებელი კვლავინდებურად მაღალი დონის დაფიქსირდა, შემტევმა ნახევარმცველმა პირად აქტივს 16- გოლი და 20- საგოლე გადაცემა შემატა.
ახალი ამბები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.