ესპანური "ვილიარეალის" თავდამსხმელი ხერარდ მორენო შესაძლოა გულშემატკივარმა "ნისლიან ალბიონზე" იხილოს. ფეხბურთელის შეძენით ოლე გუნარ სოლსკიაერის "მანჩესტერ იუნაიტედი" ინტერესდება.
29 - წლის ფორვარდის გადაბირებას ასევე ცდილობს რონალდ კუმანის "ბარსელონაც". როგორც ჩანს ორი გრანდი, სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე ერთი მიზნისთვის იბრძოლებს.
გასულ სეზონში მორენომ "ვილიარეალის" რიგებში ყველა ტურნირზე ერთად აღებულ 46 - მატჩში მიიღო მონაწილეობა, საკუთარი მონაგარი კი 30 გატანილი გოლიტ და 11 საგოლე გადაცემით გაიმყარა.
გასაკვირი სულაც არ არის ამ ყველაფრის მერე ის რომ ფეხბურთელით ისეთი კალიბრის გუნდები დაინტერესდნენ როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ბარსელონა" არიან.