„მანჩესტერ იუნაიტედმა“ მარცხენა მცველ პატრის ევრას ერთწლიანი კონტრაქტი შესთავაზა. შეგახსენებთ, რომ სეზონის დასაწყისში „წითელი ეშმაკების“ მთავარ მწვრთნელს სერ ალექს ფერგიუსონს ეჭვი ეპარებოდა ევრაზე. „მანჩესტერ იუნაიტედი“ აქტიურად ეძებდა ამ პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელს , თუმცა საბოლოოდ ფერგიუსონი მხოლოდ ალექსანდრე ბიუტნერით შემოიფარგლა.
ამ ვითარებას ძალიან დიდი დადებითი მხარე აქვს გავლენა მოახდინოს 31 წლის ევრაზე , რომელიც მშვენივრად პროგრესირებს და ძალიან კარგ დონეზე ატარებს ამ სეზონს.
ევრას მიმდინარე კონტრაქტი იწურება მომავალ სეზონის დასასრულს , მაგრამ „მანჩესტერ იუნაიტედი“ მზად არის მომავალი წლის ზაფხულში შესთავაზოს ევრას კონტრაქტის გახანგრძლივება 12 თვით.