როგორც უკვე გულშემატკივრებისათვის ცნობილი გახდა, დიდი ალბათობით ლონდონის "ტოტენჰემის" ინგლისელი თავდამსხმელი ჰარი კეინი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე გუნდს დატოვებს.
ფორვარდს შეთავაზებები არ აკლია. კეინის შეძენის ერთ ერთი მთავარ პრეტენდენტად ოლე გუნარ სოლსკიაერის "მანჩესტერ იუნაიტედიც" მოიაზრება.
ინგლისური გრანდის ყოფილმა ფეხბურთელმა ლეგენდარულმა რიო ფერდინანდმა "წითელ ეშმაკებს" რჩევა მისცა და განაცხადა, რომ მათ კეინის შეძენამდე დაცვის ცენტრალური ხაზი უნდა გააძლიერონ.
"კეინის ტრანსფერი რა თქმა უნდა შესანიშნავი იქნებოდა. თუმცა პირველი პოზიცია რომელიც "იუნაიტედმა" უნდა გააძლიეროს არის დაცვის ცენტრალური ხაზი. ვფიქრობ, რომ მათ ასევე სჭირდებათ თავდამსხმელი ცენტრში და მარჯვნიდან". გნაცხადა დასასრულს რიომ