"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა ჰარი გრეგი ჩრდილოეთ ირლანდიის ფეხბურთის დიდების დარბაზში შეიყვანეს და მიიღო დოქტორი მალკოლმ ბროდის პრემია, იუწყება BBC Sport.
მიუნხენის კატასტროფის გმირი, რომელმაც დამწვარი თვითმფრინავიდან რამდენიმე ადამიანი გამოიყვანა, მათ შორის იყო მწვრთნელი მეტ ბასბი, გრეგმა 9 სეზონი გაატარა "მანჩესტერ იუნაიტედში", რომლის განმავლობაში მან მონაწილეობა მიიღო 247 თამაშში.
გრეგი ასევე დაეხმარა ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნულ გუნდს მეოთხედფინალში გასვლაში 1958 წლის შვედეთში გამართულ მსოფლიო თასზე, სადაც FIFA- მ ის ტურნირის საუკეთესო მეკარედ აირჩია.
ჰარის მეუღლემ, კაროლინ გრეგმა ორიოდე სიტყვა თქვა: "ის რომ აქ ყოფილიყო, უბრალოდ იტყოდა მადლობას და ალბათ ძალიან მორცხვი იქნებოდა. ის ყოველთვის ძალიან თავმდაბალი იყო. გრეგის დაკრძალვიდან დაწყებული ამ ჯილდოს გადაცემით, მე და ჩემი ოჯახი მადლიერები ვართ".
”ჩვენთვის ძალიან რთული აღმოჩნდა, მაგრამ მხარდაჭერა, რომელიც ყველასგან მივიღეთ, "მანჩესტერ იუნაიტედიდან" დაწყებული უბრალო ხალხით, ვინც ქუჩაში და მაღაზიებში გვხვდებოდა, ჰარის გარდაცვალების გადატანაში დაგვეხმარა."
ჰარი გრეგი გარდაიცვალა გასულ წელს 87 წლის ასაკში
ახალი ამბები
3 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.