ოლე გუნარ სოლსკიარის "მანჩესტერ იუნაიტედის" სატრანსფერო გეგმებში როგორც ჩანს ფორვარდის შეძენა არ შედის.
კლუბმა ურუგვაელ შემტევთან ედინსონ კავანისთან ახალ ერთწლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და როგორც ჩანს "წითელი ეშმაკები" "ელ მატადორის" იმედად იქნებიან.
Sky Sports- ის ჟურნალისტები თვლიან, რომ "წითელი ეშმაკები" ყურადღებას გაამახვილებენ სხვა მიზნებზე. შეგახსენებთ, რომ კლუბს კონტრაქტი აქვს დადებული პროფილურ თავდამსხმელებზე, გარდა კავანისა ინგლისელები კლუბში ტოვებენ მარკუს რეშფორდსა და ენტონი მარსიალს.
კლუბის მენეჯმენტი და ოლე გუნარ სოლსკიაერი საკუთარი თავდამსხმელებით კმაყოფილებას გამოთქვამენ და როგორც ჩანს ზაფხულში მათი სატრანსფერო თანხები სხვა პრიორიტეტულ პოზიციებს მოხმარდება.
სიახლეები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.