ისევ უარი. რაფა ვარანს არ სურს ხელშეკრულების გაგრძელება "რეალთან" იტყობინება ცნობილი ესპანური გაზეთი ABC.
ბოლო ინფორმაციით ვარანს 5 წლიანი კონტრაქტის შეთავაზება აქვს "მანჩესტერ იუნაიტედიდან" და თავად ფეხბურთელის სურვილია კარიერა ინგლისში გააგრძელოს.
"სამეფო კლუბი" მზად არის ვარანი გაუშას, თუმცა სანაცვლოდ 70 მილიონს ითხოვს. უკანახაზელს მადრიდელებთან 2022 წლის ზაფხულში ეწურება კონტრაქტი და ძნელად სავარაუდოა, რომ მასში "იუნაიტედმა" 70 მილიონი გადაიხადოს.
თუ პერესმა ვარანი ამ ზაფხულს არ გაყიდა და ფეხბურთელი თავის პოზიციაზე მტკიცედ დარჩა, "რეალი" მსოფლიო ჩემპიონს მომავალ წელს უფასოდ გაუშვებს, რაც მათ გეგმებში ნამდვილად არ შედის.
ჭორები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.