"მანჩესტერ იუნაიტედის" მარცხენა მცველი ალექს ტელეში, თავისი პირველი სეზონით ინგლისურ გრანდში კმაყოფილებას გამოთქვამს, თუმცა უკვე აქედანვე მოუთმენლად ელის ახალი სეზონის დაწყებას.
28 - წლის ფეხბურთელი "ოლდ ტრაფორდზე" პორტუგალიური "პორტუდან" გადმობარგდა. ტელეშის ანგარიშზე ყველა ტურნირზე ერთად აღებული 24 -ი ჩატარებული მატჩია.
ეს ყველაფერი გამომდინარე იქიდან, რომ "წითელი ეშმაკების" კიდევ ერთ მარცხენა მცველს ლუკ შოუს შესანიიშნავი სეზონი ჰქონდა და ფაქტიურად ტელეში სათადარიგო სკამზე დროებით გადასვა.
ალექსს ესმის რომ ინგლისურ ფეხბურთს ადაპტაციის გარკვეული პერიოდი სჭირდება, მაგრამ მან "იუნაიტედში თამაშის დროს მნიშვნელოვნად განავითარა საკუთარი მოქმედების სტილი მოედანზე.
"დიახ ვფიქრობ, რომ გასული სეზონი მაქსიმალურად გამოვიყენე. ბევრი რამ ვისწავლე, განვვითარდი, როგორც მოთამაშე და როგორც ადამიანი.
ძალიან კმაყოფილი ვარ "იუნაიტედში" ჩემი პირველი სეზონით და დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგი სეზონი კიდევ უფრო უკეთესი იქნება.
მე ვფიქრობ, რომ ყოველთვის, როდესაც მოედანზე გამოვდიოდი, შანსს ვიყენებდი, მეჩვენებინა საკუთარი თავი. კარგი თამაშები მქონდა, ადაპტაციის პროცესი არასოდეს არის მარტივი, მაგრამ მჯერა, რომ როდესაც ოლე შანსს მაძლევდა ამას ვიყენებდი.
დარწმუნებული ვარ რომ კიდევ უფრო უკეთესად ვითამაშებ და დიდ დროს გავატარებ მოედანზე.
ამ სეზონის საუკეთესო მომენტი, რა თქმა უნდა, ჩემთვის დებიუტი იყო "პარი სენ ჟერმენის" წინააღმდეგ საფრანგეთში. ჩემს პირველ თამაშში 2-1 გავიმარჯვეთ.
ასევე დასამახსოვრებელი იყო ლონდონში "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ გამოსვლა. ამ შეხვედრაში ჩემი პირველი საგოლე გადაცემა მეისონ გრინვუდის მიმართულებით გავაკეთე რომელიც მან გოლად აქცია. სწორედ ამ ორ მომენტს გამოვარჩევდი.
ვერ ვითმენ პირველი გოლის გატანა მსურს. "პორტუში" ხშირად გამქონდა, ახლა იგივეს მოუთმენლად აქაც ველი". განაცხადა დასასრულს ალექს ტელეშმა.