"მანჩესტერ იუნაიტედმა" განაახლა ინტერესი მადრიდის "ატლეტიკოს" მარჯვენა მცველის კიერან ტრიპიერის მიმართ. როგორც მოგეხსენებათ ინგლისელები ფეხბურთელიის შეძენას ზამთარშიც ცდილობდნენ.
თუმცა ეს მცდელობა "წითელმა ეშმაკებმა" იმიტომ გააუქმეს რომ კიერანი მცირე საფეხბურთო სკანდალში გაეხვა ფსონებთან დაკავშირებული მაქინაციების გამო.
Manchester Evening News– ის ექსკლუზიური ინფორმაციის თანახმად, "მანჩესტერ იუნაიტედი" კვლავ გამოთქვამს მზადყოფნას მარჯვენა მცველის შესაძენად და შეთავაზებასაც ამზადებს.
უფრო მეტიც, გაჟღერებული ინფორმაციების თანახმად 30 - წლის ფეხბურთელს თითქოს უკვე აქვს ინგლისურ გრანდთან წინასწარი შეთანხმება მირწეული.
კიერანის ოჯახი ქალაქ მანჩესტერში ცხოვრობს. ისინი სრული შემადგენლობიტ ემხრობიან მისი "იუნაიტედში" გადაბარგების საკითხს. თავად მარჯვენა მცველის ოცნებაც სწორედ რომ ისეთ გრანდში ტამაშია როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედია".
ოლე გუნარ სოლსკიაერის მთავარი მოტივი არის ის, რომ ტრიპიერის ტრანსფერით მარჯვენა მცველის პოზიციაზე აარონ ვან ბისაკასთან ერთად კონკურენცია გაზარდოს.