"მანჩესტერ იუნაიტედის" პორტუგალიელი მარჯვენა მცველი დიოგო დალო, რომელიც არენდის წესით "მილანში" ასპარეზობდა, არ არის დარწმუნებული რომ შემდეგ სეზონს "იუნაიტედში" გაატარებს.
დიოგომ "როსონერის" რიგებში, იტალიის ჩემპიიონატში 21- მატჩში მიიღო მონაწილეობა, ის ასევე გუნდის აქტიური წევრი გახდათ ევროპა ლიგის ტურნირზე.
ფეხბურთელმა მისი მრავალფეროვნება სწორედ იტალიაში გამოავლინა, ის ხშირად გვევლინებოდა დაცვის როგორც მარჯვენა ისე მარცხენა ფლანგზე. მან ასევე აღნიშნა რომ თამაშის ტაქტიკური მხარე მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.
ჯერჯერობით 22 - წლის ფეხბურთელმა არ იცის შემდეგ სეზონს სად გაატარებს თუმცა არ გამორიცხავს, რო "მილანში" დაბრუნდეს კარიერის გასაგრძელებლად.
"მსურს ვიყო უკეთესი ფეხბურთელი ვიდრე ახლა ვარ. იტალიელებს უყვართ ფეხბურთი, ისინი ამ თემაზე ყოველთვის საუბრობენ, ჩაეფლო ამ ყველაფერში და ამ ყველაფრის აქტიური წევრი გახდე - ეს ფანტასტიკური გამოცდილებაა.
აქ მნიშვნელოვნად გავაუმჯობესე თავდაცვის რამოდენიმე ასპექტი. ბედნიერი ვრ იმით რომ ეს ყველაფერი გამოვიმუშავე. ასევე ვისწავლე მაღალი პრესინგი და ბურთის რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნება, ეს ძალიან სასარგებლო უნარებია. შემიძლია ვთქვა რომ აქ ფანტასტიური წელი გავატარე და მშვენიერი ხალხი გავიცანი.
"მილანში" თამაში სიამოვნება იყო. თუმცა ახლა ევროპის ჩემპიონატზე ვფიქრობ და არ ვიცი სამომავლოდ რა მოხდება". განაცხადა დასასრულს პორტუგალიელმა. სიახლე Daily Mail - მა შემოგვთავაზა.
სიახლეები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.