ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა სულ მალე აიღებს სტარტს. ცხელი საზაფხულო დრეებისა და სატრანსფერო ფანჯრის მოწყობას გეგმავს ინგლისური გრანდი "მანჩესტერ იუნაიტედი".
ამჯერად ოლე გუნარ სოლსკიაერის რადარი იტალიის ჩემპიონატში მონაწილე ფეხბურთელებს უთვალთვალებს. ერთ ერთი ასეთი მოთამაშე "მილანის" თურქი ნახევარმცველი ჰაკან ჩალჰანოღლუა.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ჩალჰანოღლუს შეთავაზება უკვე გაუკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას Goal - ი ავრცელებს. თურქს იტალიურ გრანდთან ახალი კონტრაქტი ჯერ არ გაუფორმებია.
ამ შემთხვევაში "ოლდ ტრაფორდის" მენეჯმენტი მას უფასოდ გადმოიბირებს. "როსონერის" ჰაკანის დარჩენა სურს თუმცა როგორც ჩანს ფეხბურთელს სხვა გეგმები აქვს.