ზედიზედ მეორედ, "მანჩესტერ იუნაიტედის" ურუგვაელი ფორვარდი ედინსონ კავანი კლუბის თვის საუკეთესო ფეხბურთელია.
გამოკითხვების მიხედვით, მან აშკარა უპირატესობით "წითელი ეშმაკების ორ ფეხბურთელს - სკოტ მაკტომინეის და მეისონ გრინვუდს აჯობა რომელთაც თავის მხრივ შესანიშნავი ასპარეზობა აჩვენეს კლუბის გულშემატკივარს.
34 - წლის თავდამსხმელი "გლეიზერების" კლუბმა ფრანგული "პარი სენ ჟერმენიდან" გაიფორმა. ნორვეგიელი მენეჯერის სქემებში კავანიმ შესანიშნავად დაიმკვიდრა თავი და სტატისტიკური მონაცემების გაღრმავებასაც შეუდგა.
ბევრი იწერებოდა იმის შესახებ, რომ თითქოს მას ინგლისური გრანდის დატოვება და კარიერის არგენტინაში გაგრძელება სურდა თუმცა სულ ახლახანს კავანიმ "წითელ ეშმაკებთან" ახალი ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და "ოლდ ტრაფორდის" ღირსებას მომავალ სეზონშიც დაიცავს.
სიახლეები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.