ინგლისური "ასტონ ვილას" ფეხბურთელი და შემადგენლობის აშკარა ლიდერი ჯეკ გრილიში კარიერის სხვა კლუბში გაგრძელებასთან ახლოსაა.
სხვა კლუბს რაც შეეხება, ის ოლე გუნარ სოლსკიაერის "მანჩესტერ იუნაიტედია" რომელიც გრილიშის დამატებას გასულ სატრანსფერო ფანჯრებზეც ცდილობდა.
დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯეკმა ის პოსტი მოიწონა რომელიც "იუნაიტედის" ერთ ერთმა გულშემატკივარმა სოციალური ქსელის ტვიტერის საშუალებით გამოაქვეყნა.
"წითელი ეშმაკების" ფანი ჯეკ გრილიშს მიმართავდა ტხოვნით რომ ის მომდევნო სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე ინგლისურ გრანდს შეერთებოდა.