"მანჩესტერ იუნაიტედის" ჰოლანდიელ ჰავბეკს დონი ვან დე ბეეკს გუნდის მთავარ მწვრთნელტან ოლე გუნარ სოლსკიაერთან სურს შეხვედრა.
ფეხბურთელს სურს რომ გაარკვიოს თუ რა როლი დაეკისრება მომავალ სეზონში. ცალსახაა, რომ მას ისევე როგორც ამჟამად უკვე დასრულებულ სეზონში, სკამზე ჯდომა აღარ სურს. ინფორმაციას Daily Mail - ი ავრცელებს.
ვან დე ბეეკმა განსაკუთრებული მწუხარება, ევროპა ლიგის ფინალში ესპანური "ვილიარეალის" წინააღმდეგ ვერ მონაწიილეობის გამო მიიღო.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შეხვედრა "წითელმა ეშმაკებმა" პენალტების სერიაში დათმეს და ევროპული ტურნირის ტიტულსაც დაემშვიდობნენ.
ჰოლანდიელი ინგლისურ გრანდს გასული წლის სექტემბერში შეუერთდა. ბეეკის კონტრაქტი "მანჩესტერ იუნაიტედთან" 2025 - წლამდეა გათვლილი.
სიახლეები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.