"სევილიას" ვარსკვლავი ჟიულ კუნე არის ერთ-ერთი სახელი, რომელიც უკავშირდება "ოლდ ტრაფორდში" გადასვლას.
გასულ პარასკევს, "წითელი ეშმაკების" სამიზნემ აღიარა, რომ მან შეიძლება ამ ზაფხულს კლუბი შეცვალოს და მისი სურვილი დიდ კლუბში გაწევრიანებაა.
გამოსასყიდი თანხა 80 მილიონი ევროა, მაგრამ ანდალუსიური კლუბი შეთავაზებების მოსმენას 70 მილიონი ევროდან დაიწყებს, იუწყება Diario de Sevilla.
მადრიდის "რეალი" და "ბარსელონა" დასახელდნენ, როგორც პრტენდენტები და ორი ესპანელი გიგანტი შეეცდება შეამციროს ფასი, საკუთარი რამდენიმე ფეხბურთელის ჩართვით.
Mundo Deportivo– მ ასევე განმარტა, რომ "სევილიამ" 65-70 მილიონი ევრო დააწესა და მათ ასევე აღნიშნეს "ბარსელონას" მხარის ინტერესი.
თუ "იუნაიტედი" დაიწყებს გარიგების განხორციელებას, "სევილიას" შეუძლია უპირატესობა მიანიჭოს მათ და არა მადრიდის "რეალსა" და "ბარსელონას".
ჭორები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.