უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრე ჩიფერინმა სუპერლიგის ისტორიის დასრულების შემდეგ ჯოელ გლეიზერთან და ედვარდ ვუდვარდთან კომუნიკაციის შესახებ ისაუბრა.
ჩიფერინმა ირიბად დაადასტურა ადრინდელი ჭორები იმის შესახებ, რომ ვუდვარდი არ უჭერდა მხარს სუპერლიგის იდეას. ამის შესახებ, ჩიფერინის თქმით, ”იუნაიტედის" ვიცე-პრეზიდენტმა სცადა ეთქვა ევროპა ლიგის ფინალში, შეხვედრის დროს.
"მან თქვა, რომ არ იცოდა, თუ ეს მოხდებოდა, მაგრამ ჯერ არ მესმის, ეს რას მივაკუთვნო", - განუცხადა ჩიფერინმა The Telegraph- ს. "მე არ მსურს ის დავადანაშაულო ან დავიცვა და მის ზურგს უკან ნამდვილად არაფერი მითქვამს".
"მე უბრალოდ ვამბობდი, რომ მან დამირეკა და შეაქო ჩემპიონთა ლიგის რეფორმები. იქნებ მაშინ გულწრფელი იყო, არ ვიცი. მოგვიანებით, მან სცადა აეხსნა, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ სუპერლიგასთან დაკავშირებული მთელი ეს ამბავი მოხდებოდა."
"მე ვესაუბრე ჯოელ გლეიზერსაც და ის გულწრფელი იყო ჩემთან. მან თქვა: "აი, ჩვენ შეცდომა დავუშვით. ჩვენ ვიცით, რომ რაღაც სახის სანქციები გველოდება და ასეთ ამბებში აღარასდროს ჩავერევით. იცოდეთ, რომ მე მისი მჯერა."
ინტერვიუები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.