Daily Mail - ის ცნობით სანჩოსთან დაკავშირებით ყვლაფერი დასრულდა. ფეხბურთელთან ყველა დეტალი შეთანხმდა და "მანჩესტერ იუნაიტედი" გერმანული კლუბის მოთხოვნილ 90 მილიონს დათანხმდა.
სოლსკაიერმა კეინზე საბოლოო უარი თქვა, რადგან ორ ასეთი მეგა ტრანსფერის საშუალება არ არის. ნორვეგიელმა სანჩო აირჩია და კლუბს აცნობა, რომ სანჩო, რეში, მარსიალი, გრინვუდი არის ის ძალა, რომელიც მას და გუნდს წარმატებას მოუტანს.
ოლე ასევე თვლის, რომ ედინსონ კავანიზე დაყრდნობა შეუძლია და კეინი არ ჭირდება. შესაბამისად კლუბმა კეინზე ყველანაირი ინტერესი დაკარგა. ამავე წყაროს ცნობით, ინგლისელი ფორვარდი სულ მალე შეურთდება "მანჩესტერ სიტის."
სატრანსფერო ფანჯრის გახსნიდან რამდენიმე დღეში სანჩოს ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდება.