სოლსკიაერი მაღალი სტანდარტის მწვრთნელი არ არის.
"მანჩესტერ იუნაიტედს" განუცხადეს, რომ ოლე გუნარ სოლსკიაერი ანტონიო კონტეთი უნდა შეიცვალოს.
"მანჩესტერ იუნაიტედს" განუცხადეს, რომ ოლე გუნარ სოლსკიაერი მაღალ დონეზე ვერ დგას და მათ უნდა შეცვალონ ანტონიო კონტეთი.
სოლსკიაერს კრიტიკა დაიწყო მას შემდეგ, რაც "მან იუნაიტედმა" ევროპა ლიგის ფინალი დათმო "ვილიარეალთან" ოთხშაბათს ღამით, შესანიშნავი პენალტების სერიის შემდეგ.
დამარცხება კატასტროფის შედეგია და "იუნაიტედს" ჭეშმარიტი, ელიტარული დონის მწვრთნელის მოყვანა სჭირდება "ჩელსის" ყოფილი დამცველის ჯეისონ კანდის აზრით. წამყვანმა ასევე სწრაფად აღნიშნა, რომ კონტე ხელმისაწვდომია, რადგან ამ კვირაში მან სერია A დატოვა ტიტულის მოპოვების მიუხედავად.
მას შემდეგ, რაც "იუნაიტედმა" გდანსკში 1:1 დაასრულა შეხვედრა და საბოლოო ჯამში დმარცხდა კანდიმ თქვა:
"არაფერი დადებითი არ არის, ეს კატასტროფა იყო, ეს ოლესთვის კატასტროფაა"."ეს იყო მისთვის დიდი მომენტი იმის დასამტკიცებლად, რომ ყველა ცდებოდა მასთან მიმართებაში,მათ შორის მეც.""ეს ჩვენება საკმარისი იყო, მე ვერ ვხედავ ოლე გუნარ სოლსკიაერს, როგორც "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელს"."ოლე ძალიან დიდ პატივს იმსახურებს, ის საყვარელი ბიჭია და მე ის მომწონს. სულაც არ ჩანს ცუდი ადამიანი, მაგრამ ეს დაუნდობელი ინდუსტრიაა.""ძნელი მოსასმენია, მაგრამ სიმართლე ის არის, რომ ის არ არის "მან იუნაიტედის" სტანდარტის შესაბამისი, ის უბრალოდ არ არის."კანდი დარწმუნებულია "მანჩესტერ იუნაიტედში" ცვლილების აუცილებლობაში და აბობს, რომ უმაღლესი ხარისხის კანდიდანტები ახლა ხელმისაწვდომები არიან.
კონტეს წასვლა მილანის "ინტერდან", განპირობებული იყო მფლობელებთან უთანხმოებით, ფეხბურთელების გაყიდვების შესახებ. 51 წლის მწვრთნელმა მოიგო ლიგის ტიტულები სამ განსხვავებულ კლუბთან (იუვენტუსი, ჩელსი და ახლა ინტერ).
"ანტონიო კონტე, მან მოიგო პრემიერ ლიგა და ახლახან მოიგო სერია A, მან იცის ტიტულების მოპოვება და ის არის დაუნდობელი მენეჯერი. ”ჩვენ ვსაუბრობთ სერიოზულად გამოცდილი კაცის შესახებ.""ჩელსიის" ყოფილმა ფეხბურთელმა გააკრიტიკა სოლსკიაერის შეცვლები ევროპა ლიგის ფინალის 90 წუთის განმავლობაში და განაცხადა, რომ უნაი ემერიმ ასწავლა "იუნაიტედის" მეთაურს.
"ეს თამაში უზარმაზარი იყო ოლესთვის, მაგრამ მან დამატებითი დრომდე არ გააკეთა ცვლილებები," - თქვა მან.
"ვილიარეალმა გააკეთა ხუთი შეცვლა დამატებით დროში, მან შეცვალა თავისი გუნდის ნახევარი და თქვენ ხედავდით დამატებით დროში, რომ "იუნაიტედი" ახლოსაც არ იყო. "ოლემ საშუალება მისცა "ვილიარეალს" ესარგებლა ინიციატივით იმ მომენტში. ემერიმ მას ტაქტიკური გაკვეთილი ჩაუტარა. თამაში, რომელიც ვნახეთ, იყო თამაში, რომელიც უნაი ემერის სურდა." - დაასრულა ჯეისონმა.
https://www.sportbible.com/