უკვე 2 სეზონია "წითელი ეშმაკები" უშედეგოდ ცდილობენ სანჩოს შეძენას, რადგან დასახელებული ფასი სრულიად მიუღებელია. როგორც ჩანს გერმანელები კვლავ პრიცნიპულ პოზიციას იკავებენ და 90 მილიონზე ნაკლებად სანჩოს გაყდივაზე უარს ამბობენ.
თავად ფეხბურთელს სურს "მანჩესტერ იუნიატედში" თამაში, თუმცა თუ "დორტმუნდმა" უკან არ დაიხია, შესაძლოა სანჩოს მომავალ სეზონშიც მოუწიოს ყვითელი ფორმით თამაში. მანჩესტერულ მხარეს სანჩოს ფასი უკვე გაუგზავნეს და ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხელმძღვანელობა.
სანჩო ბუნდესლიგაში 2017 წელს გადავიდა და ჯამში 50 გოლი გაიატანა.