ესპანური "ვილიარეალის" ცენტრალური მცველი პაუ ტორესი, ჩატარებული კარგი სეზონის შემდეგ ისეთი გრანდის ყურადღების ქვეშ მოექცა როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედია".
ოლე გუნარ სოლსკიაერი ესპანელ უკანახაზელს იდეალურ ტანდემად მიიჩნევს ჰარი მაგუაიერისათვის დაცვის ცენტრალურ ხაზში. როგორც ჩანს ნორვეგიელი შემდეგი სეზონისთვის ვიქტორ ლინდელოფს ძირითადი ფეხბურთელის როლში არ მოიაზრებს.
"ვილიარეალის" პრეზიდენტი ფერნანდო როიგი მზადყოფნას გამოთქვამს აღნიშნულ ტრანსფერთან დაკავშირებით. ის თანახმაა ფეხბურთელი შესაბამის ფასად "იუნაიტედში" გაუშვას.
"დიახ, თუ ისინი შესაბამისი ფულით მოვლენ და თუ ფეხბურთელსაც ექნება ამის სურვილი მაშინ სამივე მხარე უნდა შეთანხმდეს". - განაცხადა ესპანური კლუბის პრეზიდენტმა აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში.