"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ბრაზილიელი მცველით დაინტერესდა,რომელიც ამჟამად "კორინთელთა" რიგებში თამაშობს.ანტონიო კარლოსი,რომელმაც ცოტა ხნის წინ "კორინთიასის" ახალგაზრდული გუნდიდან გადაინაცვლა მთავარ გუნდში უკვე მიიპყრო "წითელი ეშმაკების" სკაუტების ყურადღება.თავის ამჟამინდელ კლუბში 18 წლის ანტონიომ სულ რამოდენიმე მატჩი ჩაატარა და ეხლა იჯარის სახით "Oeste Futebol Clube"-ში გადავიდა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად "მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალურმა მხარემ უკვე დაიწყო მოლაპარაკებები ახალგაზრდა მცველის "ოლდ ტრაფორდზე" გადმოსაყვანად."მანჩესტერ იუნაიტედის" სკაუტებმა ანტონიო კაროლოსის ნიჭი და პერსპექტივა ჯერ კიდევ მაშინ შეამჩნიეს,როდესაც ბრაზილიული კლუბის ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა.
როგორც ჩანს "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა ანტონიო კარლოსში იმ ახალგაზრდა პერსპექტიულ ფეხბურთელს ხედავენ,რომელმაც შესაძლოა წითელ მაისურში დიდ წარმატებას მიაღწიოს.ბრაზილიელს აქვს ის ყველაფერი,რაც სრულყოფილ მცველს სჭირდება.ის გამოირჩევა სისწრაფით,ტექნიკითა და სიმაღლით,რაც მას ხელს უწყობს ყოველი მატჩის წარმატებით დასრულებაში.
"მანჩესტერ იუნიატედს" არაერთი ასეთი ტრანსფერი გაუხორციელებია,რომელიც შემდგომ წარმატებით დასრულდა.მაგალითად ასევე ბრაზილიელი რაფაელ და სილვამ,უკვე დაიმკვირდრა ადგილი "წითელი ეშმაკების" პირველ გუნდში ასე,რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობას ნამდვილად შეუძლია ანტონიო კაროლოსის გამოყენება.
ანტონიო კარლოსმა მიმდინარე სეზონში "კორინთელთა" რიგებში სულ 6 მატჩი ჩაატარა.