ტურინის "იუვენტუსის" პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ სამუშაო ადგილი შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე შეიცვალოს.
გამოცდილი შემტევის მომავალი გაჩერება პრესის მიერ გავრცელებული ცნობით ინგლისის "ნისლიანი ალბიონი" იქნება. ოლე გუნარ სოლსკიაერის "მანჩესტერ იუნაიტედი" რონალდუს დამატებას გეგმავს.
"წითელი ეშმაკების" ბანაკში შემდეგი სახის შეთავაზება იგეგმება, შეთავაზება ბარტერის სახით, ინგლისელები იტალიურ გრანდს კრიშტიანუს სანაცვლოდ პოლ პოგბას კანდიდატურას შესთავაზებენ. ინფორმაციას - Tuttosport - ი ავრცელებს.
აქამდე გავრცელებული ცნობებით თავდამსხმელის გასხვისების წინააღმდეგი არც ტურინია რადგან ფეხბურთელს "იუვენტუსში" მაღალი ხელფასი აქვს.