ევროპა ლიგის ფინალში განცდილი მარცხის შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა შემტევმა მარკუს რეშფორდმა გულშემატკივრებს მიმართა და განაცხადა, რომ "იუნაიტედი" დანებებას არ აპირებს.
"გუნდი მხოლოდ გამარჯვებისთვის იყო მოედანზე გასული. მთელი სეზონის მანძილზე ბევრი ვიშრომეთ და გვქონდა კარგი შესაძლებლობა ეს თასი მოგვეპოვებინა, მაგრამ არ გამოგვივიდა.
ეხლა მთავარია ყველაფრის დავიწყება სწრაფად შევძლოთ, "მანჩესტერ იუნაიტედი" დანებებას არ აპირებს, ამის გარანტიას გაძლევთ. შემდეგ სეზონში დიდი სურვილებიტა და მიზნებით დავბრუნდებით". - ციტირებს BBC Sport - მარკუს რეშფორდის სიტყვებს.
შეგახსენებთ, რომ ინგლისური გრანდი უნაი ემერის "ვილიარეალთან" თერთმეტმეტრიანების სერიაში ანგარიშით 10 - 11 დამარცხდა და ტიტულის მოპოვების შანსი ხელიდან გაუშვა.
რაც შეეხება ძირითად დროს, გუნდებმა საყაიმო ფრე 1-1 დააფიქსირეს. ესპანელთაგან თავი ხერარდ მორენნომ გამოიჩინა, ხოლო წონასწორობმა ოლე გუნარის შემადგენლობის ურუგვაელმა თავდამსხმელმა ედინსონ კავანიმ აღადგინა.