დღეს, თბილისის დროით 23:00 სთ-ზე ევროპა ლიგის საფინალო მატჩი აიღებს სტარტს. ერთმანეთს ოლე გუნარ სოლსკიაერის "მანჩესტერ იუნაიტედი" და ესპანური "ვილიარეალი" დაუპირისპირდებიან.
წინასამატჩო განცხადებებიდან აღსანიშნავია "წითელი ეშმაკების" მარცხენა მცველის ლუკ შოუს განცხადება. ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში ფეხბურთელმა წარმატებები უსურვა გუნდა და გულშემატკივრებისთვის სამახსოვრო ღამის მოწყობაც დაანონსა.
"კარგი იქნებოდა ისევ გულშემატკივრების თვალწინ გვეთამაშა. ჩვენ უკვე ვითამაშეთ "ოლდ ტრაფორდზე" მათი გულშემატკივრობის ქვეშ, ეს ჩემთვის განსაკუთრებული მომენტი იყო.
ვიმედოვნებ რომ შევძლებთ ეს დღე გულშემატკივრებს დიდხანს დავამახსოვროთ". - ციტირებს ლუკ შოუს სიტყვებს უეფას პრეს სამსახური.