25-05-2021, 21:57
ნანახია: 1204,
კომენტარები: 4
ხუან მატა ფინალის წინ
ფეხბურთში თასების მოპოვება შესანიშნავია, მაგრამ ამის გაკეთება ამ კლუბში განსაკუთრებულია.
ხუან მატა, რომელიც ემერის ხელმძღვანელობით "ვალენსიაში" თამაშობდა, თვლის, რომ მისი "ვილიარეალისგან" სურპიზებს უნდა ველოდოთ ევროპა ლიგის ფინალში. "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი ემერთან მუშაობდა სამი წლის განმავლობაში, ათი წლის წინ და ისაუბრა მის მეთოდებზე. ემერიმ "ვილიარეალთან" ერთად მიაღწია რეკორდულ მეხუთე ევროპა ლიგის ფინალს.
"მასთან ერთად მე დიდ პროგრესს მივაღწიე, - ციტირებს მატას სიტყვებს, "მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალური ვებგვერდი - "მე ვიყავი ფეხბურთელი და პიროვნება. მე ვიყავი საკმარისად ახალგაზრდა, დაახლოებით 21, 22, 23 წლის. გააუმჯობესა ჩემი, როგორც ფეხბურთელის თამაში და თავი მნიშვნელოვან "ვალენსიის" მოთამაშედ მაგრძნობინა, რადგან მე ყველა თამაშში ვთამაშობდი. ის არის ძალიან მეთოდური მწვრთნელი, მშრომელი და პროფესიონალი, რომელიც ფინალის მსგავსად ემზადება ყველა თამაშისთვის. ამისათვის მზად უნდა ვიყოთ, რადგან დარწმუნებული ვარ, მას რაიმე განსაკუთრებული ექნება, რაიმე სახის სიურპრიზი მისი გუნდისგან, ტაქტიკური თამაშის დროს."
"ფინალისთვის მზად უნდა ვიყოთ. ვფიქრობ, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშია მათ ისტორიაში," ამბობს ხუან მატა. "ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ისინი ყველაფერს გაირებენ და კიდევ უფრო მეტს, ამიტომ ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. "ვილიარეალი" - ეს არის კლუბი, რომელსაც ბოლო 15-20 წლის განმავლობაში აქვს კარგი შედეგები. მოედანზე და მის გარეთ ის ძალიან ორგანიზებული კლუბია. ორგანიზებული გუნდი კარგი ფეხბურთელებით, რომლებსაც მე კარგად ვიცნობ. მისი გუნდების წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია. მე ვთამაშობდი მათ ზოგიერთ ფეხბურთელთან. ცენტრალურ მცველთან, რაულ ალბოლიოლთან ერთად ვთამაშობდით "ვალენსიაში" და ესპანეთის ნაკრებში, დენი პარეხო, შესანიშნავი ნახევარმცველი, პაკო ალკასერი, რომელიც ძალიან კარგად ასრულებს შეტევას. მათ ჰყავთ კიდევ ერთი შესანიშნავი შემტევი ჯერარდო მორენო, მათ ყავთ ძალიან კარგი ნახევარდაცვა, ძალიან კარგი ცენტრალური მცველი პაუ ტორესი. სერხიო ასენხო, ერთ-ერთი მეკარე, ჩემი პარტნიორი იყო ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებშიც კი. მე მათ კარგად ვიცნობ, მათ ევროპა ლიგაში ისეთი კარგი გუნდები დაამარცხეს, როგორიცაა მაგ "ლონდონის არსენალი."
"მანჩესტერ იუნაიტედის" გამარჯვება გდანსკში, პოლონეთში საშუალებას მისცემს ხუან მატას მოიგოს თავისი კარიერის მე -10 დიდი თასი და მე - 4 წითელი ეშმაკების ბანაკში. 33 წლის ხუანისთვის ეს იქნება მისი მესამე გამარჯვება ევროპის ლიგაში, რადგან მან მოიგო ეს თასი არა მხოლოდ "იუნაიტედთან", არამედ "ჩელსითან." მიუხედავად იმისა, რომ ხუანისთვის უცხო არ არის ფინალში თამაში, ის მაინც უწოდებს ამ თამაშებს "საჩუქრებს".
"ევროპის ფინალში გასვლა ყოველთვის საჩუქრის მსგავსია," ამბობს ხუანი. "ისინი ასაკთან ერთად უფრო განსაკუთრებულები ხდებიან, რადგან გესმით, რამდენად რთულია მიაღწიო მას. ჩემს კარიერაში იყო ერთი მომენტი, განსაკუთრებით თავიდანვე, როდესაც ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში, ბევრ მნიშვნელოვან მატჩში და ფინალში ვთამაშობდი, ასე რომ, მაშინ ვერ ხვდები, რამდენად რთულია სანამ თქვენ არ აღმოჩნდებით სიტუაციაში, როდესაც ცოტა ხანი ვეღარ თამაშობთ ფინალში. FA თასის ფინალში, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის ჩემპიონატი, მსოფლიო ჩემპიონატი - და ეს ყველაფერი ძალიან მოკლე დროში. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გასაოცარი იყო, მაგრამ მხოლოდ ამის შემდეგ მივხვდი, რა ძნელი იყო. კიდევ ერთხელ, ფინალში მოხვედრის შესაძლებლობა - ვფიქრობ, ჩვენ ყოველთვის ვთვლით ამ მომენტს ფინალამდე, მის ატმოსფეროს - იქ გასვლას, მის წინ ვარჯიშს, იმის განცდა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი თამაში უნდა გვქონდეს - ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია ეს თავისთავად ცხადია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს მოგება, რადგან ფინალში გასვლა და დამარცხება ნამდვილად არ არის ის რაც გინდა. იმედია გასახდელში მყოფი ჩვენი ბევრი ბიჭისთვის, რომლებსაც ჯერაც არ მიუღიათ თასი ამ კლუბში, ეს მრავალი დიდი გამარჯვების დასაწყისია. შესანიშნავი შეგრძნებაა ფეხბურთში თასების მოპოვება, მაგრამ ამ კლუბით მათი მოგება განსაკუთრებული რამეა".