სატრანსფერო ფანჯარა ახლოვდება და კლუბები ნელნელა იწყებენ შემადგენლობის გაძლიერებას. სოლსკიაერი ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე საკმაოდ აქტიური იქნება და მისი ერთერთი სამიზნე "წმინდანების" 28 წლის ფორვარდი დენი ინგსი იქნება.
გავრცელებული ინფორმაციით, "იუნიატედი" ყველანაირად შეეცდება ჰარი კეინის შეძენას, რომელიც სოზონის ბოლოს სავარაუდოდ "ტოტენჰემს" დატოვებს. თუმცა სოლსკიაერი განიხილავს ბ გეგმასაც. როგორც ჩანს ნორვეგიელს გამოცდილი ფორვარდის დამატება სურს და კეინის ვერ შეძენის შემთხვევაში, სრულად გადაერთვება დენი ინგსზე, რომლის ყიდვაც კეინთან შედარებით გაცილებით მარტივი იქნება.
"მანჩესტერ იუნაიტედს" ისეთ ფეხბურთელებს უკავშირებენ, როგორებიც: სანჩო, გრილიში, რონალდო და კეინია.