ოლე გუნარ სოლსკიაერმა 26 ფეხბურთელი წაიყვანა გდანსკში ევროპის ლიგის ფინალისთვის, ნათქვამია კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე.
გუნდის კაპიტანი ჰარი მეგუაირი ასევე მიფრინავს პოლონეთში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის მზად არის სათამაშოდ. მანამდე სოლსკიაერმა თქვა, რომ მეგუაირი ნებისმიერ შემთხვევაში იქნებოდა გუნდთან ერთად და დაეხმარებოდა გუნდს
კლუბის ოთხი ახალგაზრდა ფეხბურთელი მოგზაურობს გუნდთან ერთად - ამად დიალო, შოლა შორეტერი, ენტონი ელანგა და ნათან ბიშოპი.
ოლე გუნარ სოლსკიაერის ამჟამინდელ შემადგენლობაში ოთხი ფეხბურთელი იყო გუნდში, რომელმაც ოთხი წლის წინ მოიგო ევროპის ლიგა - დევიდ დე ხეა, ხუან მატა, მარკუს რაშფორდი და პოლ პოგბა.
გუნდის შემადგენლობა, რომელიც გდანსკში გაემგზავრა:
მეკარეები: დევიდ დე ხეა, დინ ჰენდერსონი, ლი გრანტი, ნათან ბიშოპი;
მცველები: ერიკ ბეილი, ვიქტორ ლინდელოფი, ჰარი მეგუაირი, ლუკ შოუ, ალექს ტელეში, აქსელ ტუანზებე, ბისაკა, ბრენდონ უილიამსი
ნახევარმცველები: ამად დიალო, ბრუნო ფერნანდეში, ფრედი, დენ ჯეიმსი, ხუან მატა, ნემანია მატიჩი, სკოტ მაკტომინეი, პოლ პოგბა, დონი ვან დე ბეკი;