მარკუს რაშფორდმა ინტერვიუ მისცა The Guardian - ს, რომელშიც, მან თქვა, რომ აპირებს ეტაპობრივად შეისწავლოს იტალიური და ესპანური, რათა მარტივად ქონდეს კომუნიკაცია ფეხბურთელებთან მოედანზე.
"როდესაც მე ვიზრდებოდი, უცხო ენების სწავლა სკოლაში მნიშვნელოვნად არ ითვლებოდა", - თქვა მარკუსმა. - "არავინ მოელოდა, რომ ინგლისურის გარდა სხვა ენაზე ისაუბრებდით. ფეხბურთმა მომცა შესაძლებლობა მემოგზაურა სხვადასხვა ქვეყანაში და არის ადგილები, რომლებიც მოგწონთ, რომელთა უკეთ ცოდნაც გინდათ, მათ შორის მათი ენის სწავლაც".
"მინდა თამაში უცხოეთში? არასდროს ვიტყოდი უარს. რომელი კლუბი იქნებოდა იდეალური ჩემთვის? ვგულისხმობ, "მანჩესტერ იუნაიტედის" გარდა სხვას კლუბს? მე მადრიდის "რეალის" და "ბარსელონას" დიდი გულშემატკივარი ვარ, რადგან მათ ყოველთვის დიდი ფეხბურთელები ჰყავდათ და ყოველთვის მიმზიდველ ფეხბურთს თამაშობდნენ. უკაცრავად, რა თქმა უნდა, ბანალურობისთვის, მაგრამ ყველა კვლავ უყურებს "რეალსა" და "ბარსელონას".
ინტერვიუს დიდი ნაწილი ეხებოდა რაშფორდის სხვა საქმიანობას და ჟურნალისტმა სთხოვა მარკუსს კომენტარი გაეკეთებინა გულშემატკივრების ლოზუნგზე: "რაშფორდი პრემიერ მინისტრად!"
"პრემიერ მინისტრობა სულაც არ არის ის, რისკენაც ვისწრაფი. მე უბრალოდ ვაკეთებ იმას, რაც სწორად მიმაჩნია, ვეხმარები მათ, ვისაც ეს სჭირდება. მსურს ბურთი აქაც სწორი მიმართულებით წავიდეს. ეს ასევე ეხება ჩემი წიგნის პროექტს. კითხვამ შეცვალა ჩემი ცხოვრება, ამიტომ ვიმედოვნებ, რომ დავეხმარები ახალგაზრდებს ზრდასრულ ასაკში წარმატებული გახდნენ."
მარკუსმა ასევე უპასუხა ინგლისურ სკოლებში სტუდენტების მიერ დასმულ მოკლე კითხვებს.
თუ "იუნაიტედის" რომელიმე მოთამაშესთან ერთად ცხოვრება შეგეძლოთ, ვინ იქნებოდა ეს?
არავინ! ყველა ძალიან მიყვარს, მაგრამ სიამოვნებით ვატარებ დროს სახლში ოჯახსა და ბავშვობის მეგობრებთან.
რა არის საუკეთესო რამ რაც შენ გააკეთე შენს ცხოვრებაში?
პირველი ხელფასით დედას იპოთეკა გადავუხადე. მშვენიერი იყო მისი შვება რომ დავინახე, როდესაც მიხვდა, რომ აღარ სჭირდებოდა სამი სამუშაოს შესრულება გადახდების გადასახდელად.
ვინ გიბიძგათ ფეხბურთელობისკენ?
Ჩემმა ძმებმა. ისინი ბევრს თამაშობდნენ, მე კი მუდმივად ვტრიალებდი მათ გარშემო.
რა არის თქვენი კარიერის ყველაზე დიდი მიღწევა?
ჯერ კიდევ წინ არის.
ინტერვიუები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.