ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში, "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა გუნდის კაპიტნის ჰარი მაგუაიერის ტრავმის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ინგლიესლი ევროპა ლიგის ფინალში გუნდს ვერ დაეხმარება.
შეგახსენებთ, რომ "წითელი ეშმაკები" ევროპული ტურნირის ფინალში უნაი ემერის "ვილიარეალს" პოლონეთის ქალაქ "გდანსკში" დაუპირისპირდება.
"მაგუაიერს დამოუკიდებლად სიარული შეუძლია, მაგრამ მაინც შორს არის სავარჯიიშო პროცედურების დაწყებისაგან. ჩვენ ბოლომდე გვექნება მისი გამოჯამრთელების იმედი მაგრამ ვშიშობ, რომ ის "გდანსკში" ვერ დაგვეხმარება. ტრავმის მოშუშებას დრო სჭირდება". - ციტირებს სოლსკიაერის სიტყვებს ВВС - ი.
ჰარიმ ტრავმა პრემიერ ლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრაში მიიღო "ბარნლის" წინააღმდეგ. როგორც ჩანს მისი ტრავმის სიმძიმე არცთუ ისე მარტივი აღმოჩნდა რადგან ფეხბურთელი ამ დრომდე ვერ ახერხებს ფიზიკური კონდინციებისთვის სავარჯიშო სესიების დაწყებას.
ინტერვიუები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.