რეალური შანსი ორივეს შეძენის.
შემდეგ კვირას კლუბი ევროპა ლიგის ფინალში ჩაერთვება, უნაი ემერის "ვილიარეალი" მოლოდინშია.
მიუხედავად იმისა, რომ სოლსკიაერის მეთვალყურეობით "იუნაიტედმა" გიგანტური ნაბიჯები გადადგა სწორი მიმართულებით, კლუბმა იცის, რომ მათ გაძლიერება სჭირდებათ.
კეინისა და სანჩოს მიმართ ინტერესი კარგად არის დოკუმენტირებული, რადგან წყვილი სულ უფრო უახლოვდება თავიანთი კლუბების დატოვებას.
"იუნაიტედი" აპირებს სულემანის გაფორმებას, რომელმაც დანიის სუპერლიგის 28 მატჩიდან 10 გოლი გაიტანა. 19 წლის ფეხბურთელს "აიაქსიც" აკვირდება და სპორტული დირექტორი მარკ ოვერმარსი უყურებს მის სიტუაციას.
"იუნაიტედი" გეგმავს სწრაფად იმოქმედოს და ფანჯრის გახსნისთანავე გაიფორმოს 19 წლის ნიჭიერი შემტევი. მას შემდეგ რაც დასრულდება მისი ხელმოწერა, სანჩოს და კეინის ტრანსფერებზე მუშაობა დაიწყება.
სანჩომ სეზონი რთულად დაიწყო, როგორც ჩანს, გავლენა მოახდინა 12 თვის წინ "იუნაიტედში" მისმა ვერ გადასვლამ, მაგრამ ფეხბურთელმა კლლავ იპოვა საკუთარი თავი და საუკეთესო სეზონს ატარებს.
https://www.express.co.uk/