ჰარი კეინმა პირველი განცხადება გააკეთა და თქვა, რომ დანიელ ლევისთან საკუთარ მომავალს განიხილავს.
"ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს. მე 16 წელი გავატარე ამ კლუბში და იმედია ჩვენი საუბარი გულწრფელი იქნება. დიახ, შეიძლება ლევიმ ჩემი გაყიდვა მოინდომოს. თუ კლუბს შეუძლია შენ სანაცვლოდ მიიღოს 100 მილიონი, რატომაც არა? მე ჩემპიონთა ლიგაზე და დიდ მატჩებში მონაწილეობის მიღება მსურს, 2 -3 წლის შემდეგ ამდენი ნამდვილად აღარ ვეღირები." - ციტირებს კეინის სიტყვებს ფაბრიციო რომანო.
არაერთი გამოცემა იტყობინება, რომ კეინის ლონდონური კარიერა დასრულდა. ის ისევ ინგლისში დარჩება და გახდბა თუ არა "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი, ამას სავარაუდოდ ამ ზაფხულს შევიტყობთ.