ნორვეგიელმა შესაძლოა ნახევარმცველებიც დაკარგოს.
ჰარი მეგუაერის ფეხი ჯერ კიდევ სპეციალურ დამცავშია და გადასაადგილებლად საჭირო ხელჯოხებს იყენებს. მათი კაპიტნის დაკარგვა იქნება სეისმური დარტყმა "იუნაიტედისთვის" და ერთი ქულის აღება სამი საშინაო თამაშიდან, შვიდი გაშვებული გოლით, მისი არყოფნის პირობებში აჩვენებს, თუ რამდენად ღირებულია მისი ყოფნა.
პრობლემის ხაზგასასმელად, ფრედმა და სკოტ მაკტომინეიმ სამშაბათს "ფულჰემთან" ტრამვები მიიღეს და ისინი არა მხოლოდ კარგავენ იმპულსს "ვილიარეალის" წინაშე, არამედ კარგავენ ფეხბურთელებსაც.
ჰარის პოლონეთში გამგზავრების შანსები ძალიან მცირეა, ამას ემატება სკოტის ტრამვა,რომელიც კოჭლობით გავიდა მოედნიდან და ასევე აღსანიშნავია ფრედიც, რომელსაც ასევე უჭირდა გადაადგილება.
"სამწუხაროდ, სკოტს მოუწია გასვლა და ფრედი არც ისე კარგად გამოიყურება, როდესაც დადის, მაგრამ ჩვენ რვა დღე გვაქვს, ასე რომ იმედია ყველა შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს.", - თქვა სოლსკიაერმა "ფულჰემთან" ფრედ დასრულების შემდეგ.
ძნელია იმის გარკვევა, თუ რამდენად მწვავე პრობლემები აქვთ ფრედსა და მაკტომინეის, მაგრამ სოლსკიაერი იმედგაცრუებული იქნება, თი მათი არყოფნის გამო ფინალს წააგებენ. მათ "იუნაიტედის" ბოლო 10 მატჩიდან შვიდი სასტარტოში დაიწყეს, მაგრამ სინამდვილეში ეს მოულოდნელი იყო, რომ მათ "ფულჰემის" წინააღმდეგ ნახევარდაცვის ძირითადი ბირთვი ათამაშეს.
თუ გუნდს ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელი ეყოლებოდა, ერთადერთი შერჩევის დილემა იქნებოდა მეისონ გრინვუდი ან მარკუს რაშფორდი მარჯვნივ. ახლა კი ტრავმები მატულობს და სოლსკიაერი იძულებული გახდება კვლავ დაფიქრდეს.
https://www.manchestereveningnews.co.uk/