ნახევარმცველი გამოტყდა, რომ კლუბში ყველას ჯერა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" "მადრიდის რეალს" დაამარცხებს:"სწორედ ასეთი მატჩებისთვისც ცხოვრობენ. სტადიონზე თითოუელი გულშემატკივარი ძალიან ხმამაღლა იმღერებს, რაც ჩვეულებრივი მოვლენაა. ყველა ფეხბურთელი დახარჯავს თავისი ძალების მაქსიმუმს. ასეთი მატჩებისთვის უფრო მეტი მოლოდინია გულშემატკივრებისგან და უფრო ხმამაღლაც მღერიან. ჩვენ ყველა სულმოუთმენლად ველით ამ მატჩს. ვიმედოვნებ, რომ კარგ შედეგს მივაღწევთ." - განაცხადა მაიკლ კერიკმა manutd.com-თან.
ინგლისელი ნახევარმცველი თვლის, რომ ყველაზე დიდი ხიფათი მადრიდული კლუბიდან სწორედ რონალდოს მიერ წამოვა, მაგრამ არ დავივიწყოთ "რეალის" სხვა ფეხბურთელებიც, რომლებსაც თავისუფლად შეუძლიათ "ოლდ ტრაფორდზე" გოლის გატანა:"კრისტიანოს ყველა შესაძლო თვისება აქვს, ტოპ-კლასის ფეხბურთელისთვის. ის ძალიან კარგად ურტყავს ორივე ფეხით და ბურთსაც ძალიან კარგად ამუშავებს. პირველ მატჩში ჩვენ ასევე ვნახეთ, თუ როგორ კარგად მუშაობდა ის მეორე სართულზე. ჩვენ ყველა სათითაოდ უნდა მოვემზადოთ მასთან შესახვედრათ, რომ ის დავამარცხოთ."
"ორივე კლუბი ძალიან ძლიერია შეტევაში და ნებისმიერ წუთს შეუძლიათ გოლის გატანა. როგორ კარგადაც არ უნდა ვიცავდეთ თავს, მათ მაინც ექნებათ მომენტები. მათ ჩვეულებრივ შეეძლოთ პირველი მატჩი 2-1 ან 3-1 მოეგოთ. მაგრამ ჩვენ ყველაფრის გაკეთებას უმაღლეს დონეზე შევეცდებით, რომ კარგ შედეგს მივაღწიოთ."