საქმეში ლუკ შოუ ჩაერთო.
ლუკ შოუმ თქვა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ გულშემატკივარს, რომელმაც მას შარფი ესროლა "ფულჰემთან" მატჩის დროს, თავი დააღწიოს სასჯელს, რაც 3 წლით აკრძალვას მოიცავს.
გუშინდელი მატჩის დროს გულშემატკივრებმა მშვიდობიანი პროტესტი გამართეს "მანჩესტერ იუნაიტედის" მეპატრონეების წინააღმდეგ, რომლებიც სტადიონზე მივიდნენ პლაკატებით და პროტესტის სიმბოლოდ ქცეული ყვითელ-მწვანე შარფებით.
როდესაც ლუკ შოუ კუთხური ჩასაწოდებლად ემზადებოდა, ერთ-ერთმა გულშემატკივარმა მას ყვითელი და მწვანე შარფი ესროლა და მიანიშნა, რომ დამცველი პროტესტს შეერთებოდა. შოუს გაეცინა, შარფი გვერდზე გადადო და ბურთისკენ წავიდა. როგორც ჩანს, ეს ჩვეულებრივი სასაცილო ეპიზოდი გახლდათ, მაგრამ "ოლდ ტრაფორდის" სტიუარდები ასე არ ფიქრობდნენ. მათ გულშემატკივარი გამოიყვანეს სტადიონიდან და უთხრეს, რომ ახლა მას აკრძალული აქვს კლუბის მატჩებზე დასწრება სამი წლით.
გულშემატკივარმა რომელსაც შონ ლოგანი ჰქვია, თავის ტვიტერზე აღწერს ვითარებას:
"მე ლუკს მეგობრული წესით ვესროლე შარფი, ყოველგვარი აგრესიის გარეშე. სტიუარტებმა მითხრეს, რომ ახლა მე მემუქრება 3 წლიანი აკრძალვა. მე უკვე სრულად გადავიხადე გდანსკში მოგზაურობის საფასური, მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, არსად მივდივარ".ამ სიტუაციის ცოდნისთანავე, ლუკ შოუმ გულშემატკივარს მისწერა, რომ შეეცდებოდა სიტუაციის გაგებას:
"მე აბსოლუტურად მესმის თქვენი, პირველი მატჩი "ოლდ ტრაფორდზე" დიდი ხნის განმავლობაში, ყველა ემოციებით არის სავსე. მე ვიცი, რომ შენში არანაირი აგრესია არ ყოფილა. ვეცდები დაველაპარაკო კლუბში მყოფ ხალხს და გავარკვიო ყველაფერი. "http://www.manutd.ru/